კრემლის საიდუმლოებები: პუტინი კადირობს აფხაზეთში გზავნის

ტელეგრამ არხი „კრემლის საიდუმლოებები“ იუწყება, რომ პუტინი კადიროვს აფხაზეთში აგზავნის. რამზან კადიროვთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, მან მოსკოვიდან ბრძანება მიიღო აფხაზეთში 700-800 მებრძოლის გადასროლის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კადიროვის ძალებმა აფხაზეთში „რეფერენდუმის“ ჩატარების დროს კონტროლი უნდა უზრუნველყონ.
ტელეგრამ არხი იუწყებოდა, რომ რუსეთს აფხაზეთის მიერთება სურს. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ის ნაწილობრივ აღიარებულ „რესპუბლიკად“ დარჩება.
ტელეგრამ არხი იუწყება, რომ ეს როლი კადიროვს იმის გამო დააკისრეს, რომ ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს რამდენიმე რუსულმა ძალოვანმა უწყებამ უუნარობა გამოავლინა.




