ირაკლი ჩიქოვანი ანაკლიის ბანაკში საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში მცხოვრებ ახალგზრდებს შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ახალგაზრდებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად შეხვდა.
ამ ნაკადში საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან ერთად მოზარდები უკრაინიდან და თურქეთიდან ისვენებენ. ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და პროფესიის არჩევის დროს სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაზე ესაუბრა.
ანაკლიის ბანაკი 1 ივლისს გაიხსნა და 13 სექტემბრამდე 2400 ახალგაზრდას მიიღებს. ბანაკში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების პროგრამაა შემუშავებული. პროექტს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.




