წალენჯიხის მერიას ბაღის 19 თანამშრომლის აღდგენა დაევალა

წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მერიას სასამართლო დავა მოუგეს, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიიღო. მოსამართლემ ბათილად ცნო საკონკურსო კომისიის ბრძანება. ასევე სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დასაქმებულები სამსახურში უნდა აღადგინონ და სავალდებულო განაცდური აუნაზღაურონ. ჯამში საუბარია საბავშო ბაღების 19 თანამშრომელზე.
წალენჯიხის მერიაში ზუგდიდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ინსტაციაში გასაჩივრებას გეგმავენ.




