ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ დამუშავებისა და შეწამვლის სამუშაოები შესრულდა

ზუგდიდის ისტორიულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ინტენსიური დამუშავებისა და შეწამვლის სამუშაოები შესრულდა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა 26 ჰექტარი ტერიტორია. უსაფრთხოების მიზნით შეწამვლითი სამუშაოების განხორციელების პერიოდში დღეს დილის 6 დან 9 საათამდე დაკეტილი იყო ბოტანიკური ბაღის ტერიტორია. პროცესში მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა.
ბოტანიკურ ბაღში ასევე მიმდინარეობს სკამების განახლების პროცესი, გამოიცვლება 450 სკამი. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გასული წლის ბოლოს ისტორიული ევროპული ბაღების ასოციაციაში გაწევრიანდა. ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს დაასრულა.







