გუბერნატორმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ასევე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, პროექტის უშუალო ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ისტორიული არქიტექტურული შენობა-ნანგრევების შემდგომი რესტავრაციის საკითხებს დეტალურად გაეცნო.
ალექსანდრე მოწერელიამ ქალაქ ზუგდიდის, კომბინატის დასახლებაში მდებარე უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონიც მოინახულა და რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას სწავლობს. როგორც მან ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნა, ხალხთან უშუალო კომუნიკაცია მისი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს.




