კონსტანტინე კაკავამ ზუგდიდის სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიის მეორე კომპაქტის ფარგლებში სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,,მილენიუმის“ პროექტში მე-10, მე-8, მე-4, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი სკოლებია ჩართული.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაფტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლები აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.




