სამეგრელოს გუბერნატორი კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მთელი რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.
ამჯერად, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა.
გუბერნატორმა ადგილზე არსებული ვითარება მოსახლეობასთან დეტალურად განიხილა და მათი საჭიროებისა და პრობლემების შესახებ პირადად მოისმინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მოსახლეობას, მის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.




