სამეგრელოს გუბერნატორი აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის მერთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგანანს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა აშშ-ის საელჩოს მიერ რეგიონში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ საკითხებს.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკურ ვითარება მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებაზე.






