ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელ დარჩელთან ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. ორივე მათთგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, ქალაქ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სწრაფად მიმავალი მერსედესის მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრო ბოძს შეეჯახა. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები.




