ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი

- რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ზუგდიდი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე, სოფელ ჭითაწყარის მონაკვეთთან ერთმანეთს BMW-მარკისა და ML-ის მარკის ჯიი შეეჯახნენ. ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკურნალი ექიმის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
P.S: ML-ის მარკის ავტომანქანის მძღოლი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც იყო მძიმე, საავადმყოფოში გარდაიცვალა




