ავტოსაგზაო შემთხვევა ზედაეწერში – ორი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში. სვანეთიდან მომავალი ML-ლის მარკის ავტომანქანა კამაზის ტიპის სათვირთო ავტომანქანას დაეჯახა, რომლის შედეგადაც მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი. ასევე მან რეფერალურ საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“112 ის სამსახურის მიერ,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა 2 პაციენტი.
ქალბატონი დიაგნოზით: პოლიტრავმა,ქალა ტვინის ტრავმა,თავის ტვინის დაჟეჟილობა,სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა,გულმკერდის დახურული ტრავმა,ფილტვების დაჟეჟილობა,ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი,სუნთქვის მწვავე უკმარისობა.მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
შუახნის მამაკაცი დიაგნოზით: გულმკერდის დახურული ტრავმა,ფილტვების დაჟეჟილობა,ხერხემლის დახურული ტრავმა,წელის მეოთხე მალის მოტეხილობა.
უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა”,-აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




