ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – დაშავებულია ორი მოზარდი

ზუგდიდში, ჩიჩუას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა.ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.



