,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სასწავლო ტრენინგ-ცენტრი გახსნა და საგრანტო პროგრამა გამოაცხადა

ანაკლიაში, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ USAID-თან ერთად, ანაკლიის ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში სასწავლო ტრენინგ-ცენტრი გახსნა და საგრანტო პროგრამა გამოაცხადა.
პროგრამა ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად პროექტის ამოცანა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა. ასევე, პორტის და რეგიონისთვის საჭირო კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
სასწავლო ცენტრმა მოსახლეობას სწორედ ის სასწავლო კურსები უნდა შესთავაზოს, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება.
ანაკლიის ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ცენტრი ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსს შესთავაზებს.
ცენტრის მიზანია მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, პორტის და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და მოქმედი ბიზნესების განვითარება.
სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგს, მათ შორის მეწარმეობას, ბიზნეს-ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას.
ეს სიახლე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ USAID-ის პროექტ „ზრდას“ ერთობლივი ინიციატივაა.
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე ცხადდება საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით.
პროგრამა დაეხმარება ანაკლიას და მეზობელ სოფლებს, მომზადებულები შეხვდნენ და უკეთ აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის პორტის პროექტი სთავაზობს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები

განათლების სამინისტრო: სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ


