რეკორდი – ზუგდიდში ყველაზე გრძელი სულუგუნი გაწელეს

ზუგდიდში სულუგუნის ფესტივალზე ყველაზე გრძელი სულუგუნი გაწელეს მისმა სიგრძემ 8 მეტი შეადგინა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც მონაწილე კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.
USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სულუგუნის ფესტივალი ჩატარდა, სადაც რძის პროდუქტებიუს გამოფენა გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სულუგუნის გაწელვის სახალისო შეჯიბრი და
ზუგდიდის მერმა ფესტივალის ორგანიზატორებსა და წარმოდგენილ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.
,,დღევანდელი დღე პირდაპირ კავშირშია ჩვენი კულტურის სტრატეგიასთან. მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი მიზანსწრაფვაა ზუგდიდი გახდეს გასტრონომიის, ინოვაციების ქალაქი და მან დაიმკვიდროს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე თავისი ადგილი. სწორედ ინტეგრირება მსგავსი პროექტების მოხდეს ჩვენს სტრატეგიაში, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას და ყველის ფესტივალი იქნება ზუგდიდისთვის გარკვეული ტრადიცია“-აღნიშნა მერმა.
USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.




