მესტია დამოუკიდებლობის დღეს გრანდიოზული ღონისძიებებით შეხვდება

მესტია დამოუკიდებლობის დღეს გრანდიოზული ღონისძიებებით შეხვდება. ღონისძიებები 14:00 საათზე სეტის მოედანზე დაიწყება.
გთავაზობთ დამოუკიდებლობის დღის პროგრამას:
• 14:00-20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
• 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: სხვადასხვა მასტერკლასი, სახის მოხატვა
• 14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
• 14:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ანსამბლი ,,რიჰო”, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბანგურიანი“, ანსამბლი „ნენსკრა“, მესტიის სალოტბარო სკოლა, ეცერის ბავშვთა ანსამბლი, ბეჩოს კულტურის სახლი
• 16:00-17:00 – DJ surguladze
• 17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა
• 17:30 – ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „ბანდეროლი“, DJ surguladze




