GORBI: 59% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება უსამართლო იყო

GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „სამართლიანი იყო თუ უსამართლო, რომ შარშან ივნისში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა?“, შედეგები ასე გამოიყურება:
- სამართლიანი იყო – 33%
- უსამართლო იყო – 59%
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 8%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა პოლიტიკური ნაწილის გარდა სხვა აქტუალურ საკითხებსაც მოიცავს და საზოგადოების განწყობას გამოხატავს.
კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.
ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში – +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში – +/- 2.9%.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ


