ფოთელი თამარ სარდალიშვილი ამერიკის სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია

ფოთელი ახალგაზრდა თაკო სარდალიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების, სამოქალაქო ჩართულობის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, ის კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც გადამზადების 4 თვიანი სრულად დაფინანსებული კურსისში მონაწილეობას გულისხმობს. კონკურსში 100 ქვეყნის 6700 აპლიკანტი მონაწილილეობდა, საიდანაც ფინალში 142 მონაწილე შეარჩიეს.
„ძალიან ბედნიერი ვარ და ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი. მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ მივიღე წერილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. შერჩეული ვარ სამოქალაქო ჩართულობის გაცვლით პროგრამაში (community engagement exchange program), რომლის ფარგლებშიც ოთხ თვეს, სრული დაფინანსებით გავატარებ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ავიმაღლებ კვალიფიკაციას. კონკურსში მონაწილეობდა 100 ქვეყნის 6700 აპლიკანტი, საიდანაც ფინალში შეგვარჩიეს 142 მონაწილე. ამერიკაში პრაქტიკის დასრულების შემდეგ, პროგრამა ითვალისწინებს მიღებული ცოდნის გაზიარებას და პროექტის განხორციელებას საქართველოში“ – წერს თამარ სარდალიშვილი.




