16 მარტს ზუგდიდში ინოლა გურგულიას საღამო გაიმართება

16 მარტს, 19:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში , კომპოზიტორისა და შემსრულებლის ინოლა გურგულიას საღამო გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოწვევით, ინოლას შვილები, მსახიობი ია შუღლიაშვილი და მუსიკათმცოდნე დავით შუღლიაშვილი ჯგუფ „ჯორჯიან სიქსის“ და ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია”-ს მონაწილეობით გამართავენ საღამოს სლოგანით „დედაჩემი – ინოლა“




