სკანდალი: ტვ პირველის მიერ ბადრი ესებუას წერილად გასაღებული ვრცელი მასალა რეალურად პატიმარს არ ეკუთვნის

ტელეკომპანია პირველმა გასულ კვირას ნოდარ მელაძის გადაცემაში ,,მელაძის შაბათი“ სიუჟეტი მიუძღვნა ბადრი ესებუას, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით ბადრი ესებუამ ტელევიზიას წერილი მისწერა სადაც ის დეტალურად ყვებოდა ამბებს თუ სად იმყოფებოდა. მათ შორის ყველაზე სკანდალურ ეპიზოდად ტელეკომპანიამ წარმოაჩინა ის ფაქტი, რომ თითქოს ესებუა თბილისში სუს-ის შენობასთან შეყვარებულთან ერთად თვეების განმავლობაში ცხოვრობდა. ეს საკითხიც და ზოგადად ბადრი ესებუას წერილიც მოგონილი აღმოჩნდა და მას არანაირი კავშირი თავად პატიმარ ესებუასთან არ ქონია.
მომხდარის გამო ბადრი ესებუამ მისი ორი ადვოკატის აცილება მოითხოვა. როგორც ესებუების ახლობლები stv-სთან საუბარში აღნიშნავენ ტელეკომპანია პირველი ბადრი ესებუას ყოფილ ადვოკატებს ალექსანდრე კობაიძეს დაუკავშირდა და გამოგონილ ინტერვიუზე თანხმობა თქვა, შინაარსზე ადვოკატი და ტელეკომპანია ერთად შეთანხმდნენ, ისე რომ ესებუამ არაფერი იცოდა. მთავარი ამოცანა იყო ბადრი ესებუას საქმე მძაფრი და სახელმწიფო სტრუქტურებზე თავდასხმის კიდევ ერთი საშუალება ყოფილიყო.
ბადრი ესებუას მესამე ადვოკატი, იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ ესებუა თბილისში არ ცხოვრობდა, რომ არც ტელეკომპანიისთვის წერილი მიუწერია. ესებუას ციხიდან არავითარი წერილი არ გამოუგზავნია და ტყუილია ინფორმაცია, რომ ის შეყვარებულთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ჯანაშიამ სასამართლოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს.
„როცა საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშებს იღებდნენ, ვიყავით ესებუასთან და ბუნებრივია გვქონდა ამაზე საუბარი. ანუ გავრცელებული სიუჟეტი, რაც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ასევე, ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც უცნობი იყო ბადრი ესებუასთვისაც, გაავრცელეს ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ გადაუცია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შეყვარებული ჰყავდა, მის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება, შემდეგ ის სხვა ადგილას დააკავეს, თითქოს ბათუმსა და თბილისში იყო. ასეთი ინფორმაცია, როგორც გავიგეთ, ბადრი ესებუას არ მიუცია, არც იმის უფლება მიუცია ადვოკატისთვის, ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა, მისი ნებართვის გარეშე. ადვოკატი ჭორაობით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს და იცავდეს პირის ინტერესებს. ბადრიმ მიიღო გადაწყვეტილება და ალექსანდრე კობაიძე გაათავისუფლა თავისი დაცვის მოვალეობისგან “, – აღნიშნა ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.
ბადრი ესებუა საქართველოს ბანკზე 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში განხორციელებულ თავდასხმაზეა ბრალდებული. ბანკზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული პოლიციამ სოფელ ჯიხაშკარში მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავა.
ამ ლინკზე არის ფეიქ ინტერვიუ, რომელიც ბადრი ესებუას ტელეკომპანია პირველისთვის არ მიუცია, თავად ესებუა აცხადებს, რომ სიუჟეტში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ტელეკომპანიას ეს ინტერვიუ ამ დრომდე არ აუღია. ტვ პირველს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია, არც ბოდიში მოუხდია მაყურებლისთვის, რომელიც განგებ შეცდომაში შეიყვანა.
მსგავსი სიახლეები

ესებუების ოჯახი გამოძიებას არ ენდობა – ბადრი ესებუას მამა დაკითხვაზე დაიბარეს

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ნაწამები ლაშა არქანია: კოხტა კოდუამ საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა იმ შემთხვევაში, თუ ცრუ ბრალდებას ხელს არ მოვაწერდი – იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა ბრალზე, რომელიც არ ჩამიდენია


