წალენჯიხის მერის მოადგილეები საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებს შეხვდნენ

დღეს, წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შეკრებილ წალენჯიხის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელებსა და მათ თანამშრომლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დარგის კურატორი თამარ ბელქანია შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
,,სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბიბლიოთეკო დაწესებულებებში არსებულ პრობლემას, კერძოდ ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა სახის ტექნიკურ საჭიროებებს. ასევე მერის მოადგილეებმა ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და ხელფასების მომატების თაობაზე.
ამავე შეხვედრაზე დაანონსდა,რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და გაიმართება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბიბლიოთეკო გაერთიანებაში არსებული ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა საკითხების დეტალურად შესწავლა და ამა თუ იმ პრობლემის აღმოფხვრა.
ხელმძღვანელ პირებსა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შორის შეხვერდა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.
ბოლოს კი ითქვა რომ სოფლის ბიბლიოთეკები უნდა გახდეს ადგილზე კულტურისა და ახალგაზრდობის მიზიდულობის ცენტრი.” ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გვრცელებულებულ ინფორმაციაში.




