წალენჯიხის მერის მოადგილეები სოფელ საჩინოში ხაძრის შედეგად დაზარალებული გოგი ჯანჯღავას ოჯახში იმყოფებოდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერის წარმომადგენელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბელა კვირკვია საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხაძრის შედეგად დაზარალებული გოგი ჯანჯღავას ოჯახში იმყოფებოდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველი პირები არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში, შესაბამის დახმარებას გაუწევს.





