ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს New Talents Caucasus გამარჯვებული კინორეჟისორი სტუმრობდა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დამოუკიდებელი კინორეჟისორი, კინოფესტივალის „New Talents Caucasus 2019“-ის გამარჯვებული მაკა გოგალაძე სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რეჟისორი სასახლის დირექციის წარმომადგენლებს შეხვდა და დოკუმენტურ ფილმზე „რაც თავი მახსოვს’’ მუშაობის დეტალები გააცნო.
ფილმის გადაღების მთავარი მიზანია , საქართველოში ისეთი სივრცეების გაშუქება, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდებს აქვთ არაფორმალური განათლების შეძენის შესაძლებლობა.
რეჟისორმა, შეხედრაზე ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი ობზერვაციული სახისაა და ის სხვადასხვა ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი.“ – ნათქვამია ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




