ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ახალგარზდული სათათბირო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება ერთი წლის წინ შეიქმნა.
სასახლის ბაზაზე პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ახალგარზდული სათათბირო, რომელიც არის ახალგაზრდების ნებაყოფლობითი გაერთიანება. სათათბირო მოქმედებს წესდების შესაბამისად და ემსახურება ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებას, ჩართულობასა და ახალგაზრდების საჭიროებების ხელშეწყობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ახალგაზრდული სათათბირო შედგება 5 მოქმედი თემატური კომიტეტისგან. კერძოდ:
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კომიტეტი;
ფოტო-მედია ხელოვნებისა და პიარის კომიტეტი;
ეკოტურიზმის კომიტეტი;
განათლების კომიტეტი;
ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტი;
თითოეულ კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომიტეტის წევრები;
ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია, სტუდენტების და მოსწავლეების ჩართულობა, მათი გააქტიურება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობაში. პროექტის ფარგლებში, მათი თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
როგორც ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, სათათბიროს წევრები სტაჟირების პროგრამას საკრებულოში არსებულ კომიტეტებში გაივლიან, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ .
„მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული პროგრამების, მართვისა და სტრატეგიული განყოფილების შექმნიდან დღემდე, დაახლოებით 40 პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის იყო მცირე და დიდი პროექტები. პროექტები განხორციელდა როგორც ადგილობრივი რესურსით, ასევე , საერთაშორისო დონორ ორგანზიაციებთან პარტნიორობით. პროექტების განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მუნციპალიტეტის ახალგარზდები. ამჟამად, ვმუშაობთ „სკოლის ელჩები-ს“ პროექტზე, ვსტუმრობთ სკოლებს და ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მეტი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა შემოვიერთოთ გუნდში და გავზარდოთ ინფორმაციულობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით – აცხადებს განყოფილების უფროსი სალომე გარდავა.
„ახალგაზრდული განყოფილება, ქალბატონი სალომეს ხელძღვანელობთ თითქმის ერთი წელია უკვე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ანხორციელებს. მჯერა, ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდების ჩართულობით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სულ მალე იქნება ახალგაზრდული ჰაბი, რომელიც ერთი მიზნისთვის გააერთიანებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს რადგან, სწორედ ახალგაზრდების ხმა გადამწყვეტია მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული თანამშრომლობისთვის“- განაცხადა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილე მაკა სამუშიამ




