ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

- ზუგდიდის მერიის ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის“ დირექტორი ნინელი ჭითანავა თბილისში, საავადმყოფო „მედიქალ სითიში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული.
თავდაპირველად პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.
ნინელი ჭითანავა 72 წლის იყო. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომელი ,,act&react” პროექტის ფარგლებში ესპანეთში იმყოფებოდა


