ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომელი ,,act&react” პროექტის ფარგლებში ესპანეთში იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების პროექტების მართვის მთავარი სპეციალისტი, თეკლე ჯღარკავა ,,act&react” პროექტის ფარგლებში ესპანეთში იმყოფებოდა.
პროექტში, მონაწილეობდა 40 ახალგაზრდა 4 სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, ესპანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი). მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ფორუმ-თეატრის, როგორც ახალგაზრდებთან მუშაობის ერთ-ერთი ტექნიკის შესახებ.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ესწრებოდნენ სემინარებს თემებზე: სტერეოტიპები და ცრურწმენები, სოციალური ჩართულობა, თანასწორობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა.
აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა:
ქსენოფობიისა და რასიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
თანასწორობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა; სოლიდარობა და შემწყნარებლობა სხვა კულტურებთან;
ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარისა და კომპეტენციების, განვითარება, როგორიცაა: კრეატიულობა, ინიციატივა, კომუნიკაცია, სოციალური უნარები;




