ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პროექტის „ქრისტეს გზა-ჩვენი ევროპული არჩევანი“ პირველი ეტაპი ჩატარდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მიერ პროექტის „ქრისტეს გზა – ჩვენი ევროპული არჩევანი“ ( პროექტის ავტორი: მაია თოდუა), ვიქტორინა-კონკურსი “ათონის მთა და ათონელები” პირველი ეტაპი ჩატარდა.
შემეცნებით ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ინფორმაციას მოსწავლე აცქლგაზრდობის სასახლე ავრცელებს.
„პროექტის მიზანია, დასავლურ -ევროპულ სამყაროსთან ქართული ქრისტიანული კულტურის ურთიერთობის ისტორიის გაცნობა.
პროექტი ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახლმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და ათონის ივერიის მონასტრის აშენებიდან 1040 წლის იუბილეს.
პროექტი ითვალისწინებს „ღირსი მამების“ , ქართველი სასულიერო და საეკლესიო მოღვაწეების, მთარგმნელთა, რეფორმატორთა, კულტურტრეგერთა, ‘’ივერიონის’’ დამფუძნებელთა და წინამძღვართა, ევროპული რანგის ჰუმანისტთა ღვაწლის შესწავლას და პოპულარიზაციას მოსწავლე-ახალგაზრდებში” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმციაში.




