წალენჯიხის მერია: პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ვიწყებთ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა -პ ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა.
„პირველკლასელთა მშობლებს სპეციალურ საბარათე ანგარიშზე დაერიცხებათ თანხა,რომლითაც სკოლის სასადილოებსა და კვების ობიექტებში შეძლებენ აღნიშნული ბარათების გამოყენებას. ეს ინოვაციური პროექტი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მოიცავს 33 საჯარო სკოლის 300-პირველკლასელის დაფინანსებას. პროექტი სატესტო რეჟიმში კეთდება და განათლების სისტემაში, წალენჯიხაში განხორციელდება პირველად“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




