წალენჯიხის მერია აქციას აანონსებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს. აქციის შესახებ ინფორმაციას თავად მერია აანონსებს.
„დღეს ისინი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდნენ და შეშით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით რეაგირებას და დახმარებას ითხოვდნენ . მოსახლეობის მოთხოვნაა გარემოს დაცვის სამინისტრომ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადადგან ქმედითი ნაბიჯები და ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა, რათა ცივ ზამთარს შეშის გარეშე არ შეხვდნენ.“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




