Forbes იყიდება

ამერიკული ჟურნალი Forbes აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტორთა ჯგუფთან კომპანიის 800 მილიონ დოლარად გაყიდვის თაობაზე. ისინი უკვე ახლოს არიან ხელშეკრულების გაფორმებასთან. ამის შესახებ New York Times კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. Forbes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ფედერლემ დაადასტურა ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ.
ჟურნალი Forbes-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომიკური ბეჭდვითი გამოცემაა. ჟურნალი 1917 წელს ბერტი ჩარლზ ფორბსის მიერ დაარსდა.




