აშშ-ში ერთი თვის წინ გარდაცვლილ კანდიდატს ხმა მოსახლეობის 85%-მა მისცა

ამერიკის შეერთებული შტატებში, პენსილვანიის შტატში შუალედურ არჩევნებზე დემოკრატმა ენტონი დელუკამ ხმების 85%-ზე მეტი მოპოვა, თუმცა ის ერთი თვის წინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
დელუკას გარდაცვალების მომენტისთვის საარჩევნო ბიულეტენების შეცვლა ან მისი ადგილისთვის სხვა კანდიდატის წამოყენება უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოპონენტმა ხმების 14%-ზე მეტი აიღო, დელუკას ამგვარმა გამარჯვებამ პენსილვანიაში სპეციალური არჩევნების დანიშვნა გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით გაიმართება.




