ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 115 ბავშვს აფინანსებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, აუტიზიმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 10 ბავშვი ჩაერთვება.
პროგრამაში ჯამში 115 ბავშვია ჩართული.
ასევე, სიახლეა 0-18 წლამდე კოხრეალური იმპლანტით მოსარგებლე ბავშვებისთვის.
იმპლანტის დამხმარე საშუალებების შესაძენად თითო ბავშვზე გამოყოფილია 600 ლარი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე 100 მოქალაქე დააფინანსა.




