წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წალნჯიხის მერია ავრცელებს.
„მიმდინარე სამუშაოებს ახორციელებს როგორც წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის ა.(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური,ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.
თოვლის საფარისგან იწმინდება ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.
გზებზე მოძრაობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება


