ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
გაწმენდილია ქალაქის და მაღალი ზონის სოფლებში მისასვლელი გზები. იყრება ტექნიკური მარილი.
სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და მერიის შესაბამისი სამსახურები.
მიმდინარე პროცესს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის მერი მამუკა წოწერია, მის მოადგილესთან ბესიკ ჭეჟიასთან ერთდ გაეცნო.
როგორც მერმა აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები დილიდან მუშაობენ და საგზაო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დილიდანვე დაიწყო თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ქალაქში და ცენტრალურ ტრასებზე სრულად გაწმენდილია და არ გვაქს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება. მუშაობს როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე იყრება ტექნიკური მარილი. შესაბამისად, საავტომობილო ზგები ყველგან აღდგენილია და არ გვაქვს მნიშვნელოვანი შეფერხებები“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.




