სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები სენაკის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ნოქალაქევის, ლეძაძამეს და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო/სახალხო კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და მსჯელობის შედეგად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში:
ჯიხას უბანში – სკვერის კეთილმოწყობა, კიუვეტის მოწყობა – სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე;
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფლებში: ბეთლემსა და ლეძაძამეში – სკვერის მოწყობა;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულში:
სოფელ კოტიანეთში – გარე განათების სისტემის მოწყობა;
სოფელ ძველი სენაკის ცენტრში – საბავშვო ატრაქციონებისა და ტრენაჟორების მოწყობა.
დღეს გამართულ შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ ეტაპზე, განსახორციელებელი პროექტები, ადგილობრივმა მოსახლეობამ 9 ადმინისტრაციულ ერთეულში შეარჩია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.
მსგავსი სიახლეები

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, შერჩეულია

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია


