დასაფინანსებელი პროექტები სენაკის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.
პრიორიტეტული ️პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში – უშაფათში, ზანასა და ფოცხოში, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრებს, რომელთაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
- უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
- ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში:
- სოფელ ზანაში – სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია;
- სოფელ ეწერში – გაბიონის მოწყობა;
- სოფელ საესებუოში – მილხიდისა და სანიაღვრე არხის მოწყობა;
- სოფელ სატყებუჩაოში – ცხაურისა და 4 ხიდ-ბოგირზე, სათავისების მოწყობა.
- ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში:
- ქვემო ფოცხოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
- ზემო ფოცხოში – გარე განათების ქსელის მოწყობა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელია უშაფათის, ზანისა და ფოცხოს მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა.




