ირაკლი ჩიქოვანი: ალბათ, პოლარიზაციის ხარისხი დაიკლებს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად კარიკატურულ ორგანიზაციას დაემსგავსა

იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, დიდი ახსნა არ სჭირდება. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, 12 რეკომენდაციის გაჟღერების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შესაშლელად.
„ალბათ, პოლარიზაციის ხარისხი დაიკლებს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად კარიკატურულ ორგანიზაციას დაემსგავსა. ბოლო პერიოდში იქ განვითარებული მოვლენები კარიკატურულია. ეს არის კარიკატურული პროცესი, რომელიც მათი დასუსტებისკენ არის მიმართული, რაც კარგია, იმიტომ რომ ქვეყანაში საღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განვითარებას მისცემს საშუალებას. „ნაციონალური მოძრაობა“ კრახისთვის არის განწირული და ის მზიანი, რომელსაც ისინი ემსახურებიან დაიხსნან მიხეილ სააკაშვილი და მოახდინონ „ქართულ ოცნების“ დემონიზაცია – მიუღწეველია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
დეპუტატმა სააკაშვილის სარჩელის გადავადებაზე მოსამართლის უარის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული აქციაც დაგმო და აღნიშნა, რომ ამ პარტიაში არაფერი იცვლება.
„მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც აბსოლუტურად ყველგან მიუღებელია. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს – მივიდნენ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან. ეს უბრალოდ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კი ზედმეტია ასეთი ქცევები. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩვენში ხედავენ მტრებს. ჩვენ მათში ხედავთ ოპონენტებს, რომლებთან უნდა ვეპაექროთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: დღესაც რომ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ველოდებით, რომ ნატოს სამიტზე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა


