სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში შეხვედრები საჩინოსა და ჩქვალერში გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, 8 თებერვალს საჩინოსა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯოხოს მერია ავრცელებს.
„შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნანა კეკუა ესწრებოდნენ. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა:
ზედა საჩინოში პრიორიტეტად-წისქვილის რეაბილიტაცია და გზის მოხრეშვა-მოშანდაკება დასახელდა.
საჩინოში,კერძოდ ბორბოლის უბანში მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა,ეწერის შესახვევთან გარე-განათებებისა და საბავშვო ბაღის ეზოში შესასვლელი ბილიკის მოწყობა შეარჩია.
კუხეშის უბანი, კერძოდ ნოჟალას ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, გარეგანათებები და კუხეშის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები შეირჩა.
ნაგურუში-სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წყლის მილების შეძენა დასახელდა.
ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში მოსახლეობამ პრიორიტეტად, სასმელი წყლის მილების შეძენა და გარე-განათებების მოწყობა დაასახელა.
ლემატუეს უბანში ბეტონის საფარის დაგება,ლექუხილეში-ლებაღეს უბანში გარე-განათებების მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია დასახელდა.
პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში – კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს:
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
2023 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სულ 644 000 ლარი დაიხარჯება” წერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




