აბაშის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის 14 პროექტი განხორციელდა

აბაშის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის 14 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო 36 კმ გზაზე, ღირებულებით 8 მილიონი ლარი.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა შემდეგ ტერიტორიებზე:
• ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე გზის მოწყობა ასფალტო ბეტონით;
• ძველ აბაშაში გზის ორმული შეკეთება და წვრილმარცვლოვანი ასფალტო ბეტონის გადაკვრა;
• სოფ. ძვ. აბაშა N8 ქუჩის (შესახვევებით) მოწყობა ასფალტო ბეტონით;
• ქალაქ აბაშაში გამსახურდიას პირველი და მესამე შესახვევის, კონსტანტინე კაპანელის ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩამდე გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა;
• ქალაქ აბაშაში ცანავას ქუჩის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალამდე;
• აბაშის მუნიციპალიტეტში სოფ. ნორიოში მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან და სოფ. მარანში საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
ასევე ასფალტის საფარი დაიგო:
• სოფელ მარნის N14 N12 ქუჩებზე;
• სოფ. გაუწყინარში N1 ქუჩაზე;
• სოფ. გაუწყინარში ქუჩა N5- ქუჩაზე;
• სოფ. ნაესაკოვოსა და კოდორის შემაერთებელ გზაზე;
• სოფ. ნაესაკოვოში შუაქალაქის უბნიდან იპოდრომამდე;
• სოფ. აბაშისპირის ქუჩა N5 ქუჩაზე;
• სოფ. ქოლობანში N5 (პატარა გეზათი) ქუჩაზე;
• სოფ. პ/მაისში, კუდაეწერის ქ. N 4




