stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი – საქართველოს უდიდესი წამოწყება

22.12.2022 / 22 დეკემბერი 2022
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი – საქართველოს უდიდესი წამოწყება

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა არა მარტო ჩვენი რეგიონისა და ევროპის დაინტერესებულ ქვეყნებში, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც. იგი ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროებისგან მიღებული ენერგიის გატარებას ევროპისკენ, რაც საქართველოს წისქვილზე წყლის დასხმაა.

ეკონომიკის მინისტრის ლევანდავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატივაც და იდეაც საქართველოს ეკუთვნის. სწორედ საქართველომ წარადგინა ეს პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში და მანვე დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, ისევე როგორც დაიწყო სამუშაოების დაფინანსება.

„შემდგომ ამას შემოუერთდა, რა თქმა უნდა, პარტნიორი ქვეყნები და ცოტა ხნის წინ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რომელშიც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული. თავდაპირველ ეტაპზე ასეთი ინტერესი არ იყო, ასე აქტუალურად დანახული არ იყო პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურად ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ევროკავშირში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკვე მიმდინარე წელს. ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების ენთუზიაზმი ვნახეთ ყველამ.

ეს არის პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის საგანი, როცა ევროკავშირის ორი ქვეყანა არის პროექტის განხორციელებაში ჩართული, განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დაფინანსების საკითხიც, რაზეც ევროკავშირი ამბობს, რომ პრობლემა არ იქნება.

„ითქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით, რამდენიმე მილიარდის მობილიზებისთვის თავად ევროკავშირი არის მზად. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა და წლების განმავლობაში საქართველოში მუშავდებოდა, იყო ცალსახად ჩვენი ინიციატივა და საწყის ეტაპზე არც ისე აქტუალურად განიხილებოდა, თუმცა დღეს ნამდვილად ფლაგმანი პროექტია ევროპასთან ურთიერთობის საკითხში. ალბათ, ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ – წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

რა შესაძლებლობებს ხსნის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი და რა შედეგებს მოუტანს ის საქართველოს? ენერგეტიკოს გიაარაბიძის შეფასებით, ამ პროექტით, საქართველო, როგორც ტრანზიტული დერეფანი კასპიის მხრიდან ევროპისაკენ, უკვე სხვა რეგისტრში და სხვა სიმაღლეზე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„ჩვენ უკვე ვხდებით აუცილებელი დერეფანი ევროპისათვის, აქამდე მხოლოდ გაზისა და ნავთობის საშუალებით ვუკავშირდებოდით ევროპას, მაგრამ ეს იყო თურქეთის გავლით, ახლა საქართველო პირდაპირ უკავშირდება ევროპას, აქამდე გვქონდა ჩვენ გაზის და ნავთობის მიწოდების გამოცდილება, მაგრამ ელექტროენერგიის კაბელის ჩადება ჩვენ შემთხვევაში პირველია, ეს ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც საინტერესოა. ამ კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში ავა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

საქართველომ დაახლოებით 800 მილიონ კილოვატ საათის ელექტროენერგია გაყიდა წყალუხვობის პერიოდში თურქეთში და მარტო იგივე რაოდენობის ელექტროენერგია რომ გაგვეყიდა ევროპაში ხომ უფრო მაღალ ფასს ავიღებდით?!“, – განაცხადა არაბიძემ.

როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, 2023 წლის ბოლოს ამ პროექტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები იქნება და პროექტი ძალიან სწრაფად ამუშავდება, რადგან არსებობს პოლიტიკური ნება და მოძიებულია თანხები.

„პროექტის მთავარი არსი და მნიშვნელობა არის ის, რომ იგი ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროებისგან მიღებული ენერგიის გატარებას ევროპისკენ, რაც ჩვენ წისქვილზე წყლის დასხმაა.

რაც შეეხება დაფინანსებას, პირველი ეტაპზე ეს არის 2.3 მილიარდი დოლარი, რომელიც მოიძია ევროკავშირმა. ბუნებრივია, პროექტზე მუშაობის პერიოდში სხვა ინვესტიციებიც იქნება. ჩემი აზრით, დაახლოებით, 3-3,5 მილიარდ დოლარზე მეტი არ უნდა დაჯდეს. მთავარია ჩვენ სარგებელი მივიღოთ აქედან. ჩვენ ტრანზიტზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და ჩვენი ენერგია უნდა გავიტანოთ, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ქარისგან, მზისგან და წყლისგან ენერგია ვაწარმოოთ“, – აღნიშნა „კომერსანტთან“ არაბიძემ.

ამასობაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით ის სახელმწიფოებიც ინტერესდებიან, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდებიან ამ მნიშვნელოვან პროექტს. მაგალითად, საუდის არაბეთმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდბინაბდულაზიზალ–ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა.

„საუდის არაბეთის კომპანია „აკვა ფაურმა“ აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ“, – განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს ხელი.

წინა პოსტი

3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა

შემდეგი პოსტი

სამინისტრომ წალენჯიხას ახალი ნაგავმზიდი გადასცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა

ილია დარჩიაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე: ეს პროექტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი და დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია უფრო ხელშესახები გახდეს

ილია დარჩიაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე: ეს პროექტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი და დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია უფრო ხელშესახები გახდეს