სამინისტრომ წალენჯიხას ახალი ნაგავმზიდი გადასცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” 20 კუბური მეტრი ტევადობის ახალი თვითვმცლელი ფორდის მარკის ნაგავმზიდი მანქანა გადასცა.
ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი, რომელიც ამავდროულად ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოემსახურება.
ნაგავმზიდი მაღალი გამავლობის მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.




