სენაკის მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება (R)

სენაკის მუნიციპალიტეტს ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნაგავშემკრები მანქანა მოემსახურება.
ახალი, 19 კუბური მეტრის ტევადობის ნაგავმზიდი დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას და მყარი ნარჩენების მართვის მაქსიმალურად გაუმჯობესებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
ახალი ნაგავმზიდი მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტით 361 000 ლარად შეიძინა.




