ჩხოროწყუში ეგიარზენი-ნაკიფუს 5 კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია განხორციელდება

სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ნოემბრის ბოლომდე
ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.




