სექტემბერში ყველაზე მეტი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან და აშშ-დან შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში ყველაზე მეტი – 173 მლნ-ზე აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
● იტალია – 36 288.7 აშშ დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები – 28 679.2 აშშ დოლარი;
● საბერძნეთი – 18 451.9 აშშ დოლარი;
● ყირგიზეთი – 18 120.6 აშშ დოლარი;
● ისრაელი – 16 437.4 აშშ დოლარი;
● გერმანია – 15 921.5 აშშ დოლარი;
● ყაზახეთი – 10 126.5 აშშ დოლარი;
● თურქეთი – 9817.5 აშშ დოლარი.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია; მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
მსგავსი სიახლეები

ფოთის პორტში აშშ-დან 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად


