ნაფიჩხოვოში – ლეგოგუესა და ლებერიეს უბნებში, გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ნაფიჩხოვოში საავტომობილო გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე, ლეგოგუესა და ლებერიეს უბნებში, გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ბიუჯეტი 2 563 000 ლარს შეადგნს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე სანიაღვრე არხები. პროექტი გარდამავალია სამუშაოები სრულად 2023 წელს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის წარმომადგენელი ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთულში ხვიჩა ლაგვილავა გაეცნენ.




