სენაკის მერი სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთო

სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის – სისხლის ბანკის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი!“ – გაიმართა.
ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.
დონაციის აქცია ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.




