stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ზუგდიდში, პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი

29.09.2022 / 29 სექტემბერი / 29.09.2022
ზუგდიდში, პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი

ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა  და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

,,დღეს ზუგდიდისთვის აღმატებული დღეა, პირველად დაარსდა ზუგდიდის კლასიკური მუსიკის  ფესტივალი. დღევანდელი დღე  არის დასაწყისი და დარწმუნებული ვარ ზუგდიდისთვის ის მომავალში  იქცევა ულამაზეს ტრადიციად. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ამ საოცარი კონცერტისთვის, დღესასწაულისთვის, რომელიც დღეს გვაჩუქა, რა თქმა უნდა ბატონ ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით“- აღნიშნა  მუნიციპალიტეტის მერმა სიტყვით გამოსვლისას. 

კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველწლიურად ზუგდიდში  ჩატარდება.

მამუკა წოწერიას თქმით, დღეს დიდი მადლიერებისა და უდიდესი სიყვარულის დღეცაა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ ჩვენი ქალაქის წინაშე. 

,,თითოეული კანდიდატის უკან  დგას საოცარი ისტორია, საოცარი შრომა,  კეთილსინდისიერება,  თავდადება და სიყვარული, როგორც ზუგდიდის, ასევე მთელი ქვეყნის მიმართ.  ეს ადამიანები გახლავთ ნათელი მაგალითი  თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მამულიშვილი და ქვეყნის კეთილი მსახური. დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.“

,,ზუგდიდის საპატიო მოქალაქის“  წოდება მიენიჭა:

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ გერასიმეს – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, ეპარქიაში შემავალი სამონასტრო კომპლექსების გადარჩენითი ხასიათის სარეალიბიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზატორს, არაერთ  ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის რელიგიური დღესასწაულების ტრადიციების აღმდგენს, რომლის მაგალითია ზუგდიდში ვლაქერნობის სახალხო-რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა, რომელმაც უკვე საერთაშორისო ხასიათი შეიძინა. ადამიანს, რომელმაც  უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და თავისი პროგრესული შეხედულებებით მუდმივად ცდილობს ეპარქიის ცხოვრებაში სიახლეების დანერგვას.   ასევე, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას, მის ტურისტულ ცენტრად ქცევას. სხვადასხვა წლებში მიტროპოლიტი გერასიმე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო.  მოგვიანებით, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე.  მეუფე გერასიმე დაჯილდოებულია საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენებით.

რაულ ჩილაჩავას – პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და დიპლომატს. საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეს, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის,  უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრს, ქართულ, უკრაინულ ლატვიურ ენებზე ათეულობით წიგნის და თარგმანების ავტორს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელს.

პანტიკო თორდიას – 2000-2013 წლებში თბილავიამშენის გენერალურ დირექტორს, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებათა დი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ღირსების ორდენოსანს.  ადამიანს, რომლის თაოსნობითაც თბილავიამშენში დაიწყო მოიერიშე თითმფრინავებისა და მართვადი რეკეტების სერიული წარმოება, ინჟინერ-მექანიკოსს, ავიამშენებელს, ტექნიკურ მეცნიერებათ კანდიდატს, არაერთი გამოგონების ავტორსა და თბილისის საავაციო ინსტიტუტის პროფესორს.

,,საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა:

ლილი ბერაიას – ფილოლოგ-კავკასიოლოგს, წლების განმავლობაში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს, დადიანების სასახლეებსა და იქ დავანებულ სიწმინდეებზე არაერთი წიგნის ავტორს, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, იტალიისა და ამერიკის საელჩოების მადლობის სიგელების მფლობელს. საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს-წმინდა გიორგის ოქროს ორდენოსანს.

 ზაურ ბულიას – ყოფილ ფეხბურთელს, სხვადასხვა დროს საქართველოს საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს″, ქალაქ ვილნიუსის საფეხბურთო კლუბ  ,,სპარტაკის″,  ქალაქ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ,ტორპედოს″ მოთამაშეს, 1990 წელს ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ,,ოლიმპი“ დამფუძნებელსა და მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს.

ზაურ შეროზიას – დამსახურებულ მედიკოსს, პედიატრს, წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორს, ჯანდაცვის ფრიადოსნის სამკერდე ნიშნისა და შრომის ვეტერანის მედლების მფლობელს.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად,მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა   და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

კლასიკური მუსიკის ფესტივალს და საპატიო წოდების დაჯილდოების ცერემონიას    ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

წინა პოსტი

რაულ ჩილაჩავას ,,ზუგდიდის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდი წელს მესამედ კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

ზუგდიდი წელს მესამედ კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

1 და 2 სექტემბერს ზუგდიდი კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

1 და 2 სექტემბერს ზუგდიდი კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]

ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]