სენაკში ანსამბლ ,,ფორტეს“ კონცერტი გაიმართა

სენაკელი მსმენელის წინაშე, ყველა თაობისთვის საყვარელი ანსამბლი ,,ფორტე’’ წარდგა.
აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილი ქართველი მომღერლების: მანანა მაისურაძის, ირინა კახნიაშვილის, ნინო ახობაძისა და ზურა მანჯავიძის მონაწილეობით გამართულ დაუვიწყარ ქალაქურ საღამოს, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.




