სენაკში, ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართა

- პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პირველი კონცერტი – ცნობილი მსახიობისა და მომღერლის, პაატა გულიაშვილის და ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების’’ წევრის, მომღერალ პაატა ხაჩიძის მონაწილეობით, გაიმართა.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




