სენაკის მერიასა და ასოციაცია ,,მერკურს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ასოციაცია ,,მერკურთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი სენაკის მუნიციპალიტეტია მერმა, ვახტანგ გადელიამ და ასოციაცია ,,მერკურის“ თავმჯდომარემ, ნანა თოდუამ მოაწერეს.
მხარეების თანამშრომლობა მოიცავს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი სერვისების შემუშავებასა და განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, ასოციაცია ,,მერკურის“ იურისტი, რუსუდან პაჭკორია, პროექტების კოორდინატორი, ოლგა კიკავა.




