სენაკის მერი ლეძაძამესა და ნოქალაქევში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის 16 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა, ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდ-ბოგირების მშენებლობის პროექტები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვატანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ლეძაძამესა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ხიდ-ბოგირების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ ლეძაძამესა და ლეგაგუეს უბანში მიმდინარე პროექტებს შპს ,,აფო“ ახორციელებს. სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო-სარეაბილიტაციო, სტიქიის სალიკვიდაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.




